ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების გენდერულად ნეიტრალურ ხაზს, Pleasing-ს უშვებს.
სტაილზმა სოციალურ ქსელში სარეკლამო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „იპოვე შენი Pleasing-ი“.
ამ დროისთვის Pleasing-ი მომხმარებლებს ფრჩხილის ოთხი ფერის საღებავს, ტუჩსაცხს, ასევე თვალის გარშემო წასასმელად და სახის კანისთვის განკუთვნილ შრატს სთავაზობს. მათი ფასი 20-დან 75 აშშ დოლარამდე მერყეობს. Pleasing-ის ოფიციალურ ვებგვერდზე პროდუქტის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია, მისი მიწოდება კი ნოემბრის ბოლოდან დაიწყება.
Pleasing-ის სარეკლამო კამპანიაში როგორც მოდელი ქალები, ისე კაცები მონაწილეობენ, ვინაიდან პროდუქცია ორივე სქესის წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბრენდი ეხმიანება „უნიკალური იდენტობების სიმრავლეს ჩვენს საზოგადოებაში“.