აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს მიმართა, რათა შეისწავლონ ასტეროიდი სახელად 16 Psyche, - ამის შესახებ TechStartups-ი წერს.
ასტეროიდი მინერალების ნამდვილი საგანძურია. მისი ღირებულება $700,000 კვადრილიონია.
ცნობილია, იდუმალი ობიექტის შემადგენლობაში პლატინა, რკინა და ნიკელია. მისია 2022 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
ასტეროიდს სახელი „ფსიქე“ ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირის გამო დაარქვეს. ის მითოლოგიაში ადამიანის სულის განსახიერებაა.