წარმოსახვით მოტოციკლზე წამოსკუპებული ბაყაყი თუ მოგენატრათ, თქვენთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Crazy Frog 10 დეკემბერს ახალი მუსიკით დაბრუნდება. 2000-იანების ცნობილმა ბაყაყმა სიახლე სოციალურ ქსელში დააანონსა:
"რაღაც მზადდება..."
აღსანიშნავია, რომ ბაყაყმა 2005 წელს სიმღერით Axel F დიდ ბრიტანეთში პოპულარულობით Coldplay-ის სიმღერა Speed of Sound-ს აჯობა. ბაყაყის დაბრუნებით Coldplay ბედნიერი ნამდვილად ვერ იქნება!
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სიმღერა ტიკტოკის ტრენდებით იქნება შთაგონებული. ახალი ნამუშევრის გამოშვება YouTube-ზე ბაყაყის მზარდმა პოპულარულობამ განაპირობა — პლატფორმაზე სიმღერა Axel F-ს 3,1 მილიარდი ნახვა აქვს.
ბაყაყის სიმღერების პროდიუსერი ვოლფგანგ ბოსი იმედოვნებს, რომ ტიკტოკის ტრენდების წყალობით, ბაყაყი გულშემატკივრებს ახალ თაობაშიც იპოვის.