მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პაროლები დასახელდა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პაროლები დასახელდა

პაროლების მენეჯერის შემქმნელმა NordPass გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პაროლების შესახებ, რომლებსაც მომხმარებლები საკუთარი მონაცემების დასაცავად იყენებენ.

ანგარიშს მიხედვით, ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი კვლავ უმარტივეს პაროლებს, საკუთარ სახელებს, სპორტული გუნდების სახელწოდებებსა და ავტომობილების მოდელებს იყენებ4. სპეციალისტების თქმით, ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანები სუსტი პაროლის გამოყენებასთან დაკავშირებულ მზარდ რისკებს ვერ აცნობიერებენ.

NordPass-ის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლია „123456“. მას 103 170 552 მომხმარებელი იყენებს. მეორე ადგილზეა პაროლი „123456789“, მესამეზე კი „12345“. ლიდერთა ათეულში შესული პაროლების გასატეხად 1 წამიც საკმარისია.