მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით, - ამ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.