41 წლის კიმ კარდაშიანი და 27 წლის პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან? 

41 წლის კიმ კარდაშიანი და 27 წლის პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან? 

მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში კიმ კარდაშიანის და პიტ დევიდსონის ფოტო გავრცელდა, უცხოური გამოცემები გამუდმებით იუწყებიან, რომ რეალითი შოუს Keeping Up With the Kardashians-ის ვარსკვლავი და ამერიკელი კომიკოსი ერთმანეთს ხვდებიან.

ვარსკვლავები რამდენიმე დღის წინ SNL-ზე გამოჩნდნენ, სადაც კიმ კარდაშიანმა NBC-ის შოუს წაიყვანა.

პიტ დევიდსონთან დაახლოებული წყარო უცხოურ გამოცემებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამერიკელ მილიარდერს და SNL-ის კომიკოსს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ვარსკვლავები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ პიტ დევიდსონი აქამდე ისეთ ცნობილ ქალბატონებს ხვდებოდა, როგორებიც არიან არიანა გრანდე, კაია გერბერი, კეიტ ბეკინსეილი და მარგარეტ კუელი.