საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო , კერძო სკოლასა და ბაგა ბაღებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დღეს განახლდება.
სკოლები და საბავშვო ბაღები აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რაც პანდემიის მართვისთვის არის აუცილებელი. დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა იმ სკოლებსა და ბაღებს, სადაც ორ ოქტომბერს საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.
განათლების სამინისტრომ ,სურვილის შემთხვევაში,სწავლა დისტანციურ რეჟიმშიდაც დაუშვა, რისთვისაც მშობელმა სპეციალურ პორტალზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია.