ყველასთვის უცნობი დეტალები: ვინ, საიდან და როგორ შემოიყვანა სააკაშვილი საქართველოში - „ტრაილერით შემოვიდნენ, მანქანის სავენტილაციო კაბინაში იჯდა...“

ყველასთვის უცნობი დეტალები: ვინ, საიდან და როგორ შემოიყვანა სააკაშვილი საქართველოში - „ტრაილერით შემოვიდნენ, მანქანის სავენტილაციო კაბინაში იჯდა...“

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ექსკლუზიური დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კონფიდენციალური წყარომ CNews-ს განუცხადა, რომ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა. 

„სააკაშვილი საქართველოში ელგუჯა ცომაიამ ჩამოიყვანა, რომელიც არის ტრაილერის მძღოლი. ელგუჯა ცომაია წარმოშობით აბაშიდანაა“, - განუცხადა ცომაიას ახლობელმა CNews-ს. 

როგორც ირკვევა, სახლი სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს ასევე ელგუჯა ცომაიას ეკუთვნის და მისი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ უახლოესმა თანამებრძოლებმაც არ იცოდნენ. 

„სახლიც, სადაც მიშა დააკავეს, ელგუჯას ეკუთვნის. მის გარდა თითქმის არავინ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა“, - გვიყვება წყარო. 

მის მიერ მოწოდებული ინფორმაციითვე, ელგუჯა კარგა ხანია, ტრაილერის მძღოლია და საქართველოდან უკრაინაში მწვანილს ეზიდება. 

„მიშა საქართველოში სწორედ ელგუჯას ტრაილერით შემოვიდა და მთელი გზა მანქანის სავენტილაციო კაბინაში იჯდა. როგორც ირკვევა, ელგუჯა ცომაიას ტრაილერმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ფოთში გადმოკვეთა. 

„ტრაილერი ფოთში შემოვიდა, სადაც ელგუჯამ მანქანა გამოიცვალა და კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით სააკაშვილი ბათუმში წაიყვანა. ვიდეოები, რომლებიც მიშამ გამოაქვეყნა, სწორედ წინა საღამოს, ბათუმშია გადაღებული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ეს ვიდეოები თბილისიდან ატვირთა,“ - ჰყვება წყარო, რომელიც უარყოფს სააკაშვილის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში ყოფნას.

Katana . ეს ვერსია ელისო კილაძის ძალიან ყოჩაღმა ჩიტმა 2 დღის წინ ჩაგვიჭიკჭიკა :)
3 წლის უკან