აუდიოკასეტა, რომელზეც Beatles-ის წევრის, ჯონ ლენონის აქამდე უცნობი სიმღერაა ჩაწერილი აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი 1970 წლის 5 იანვრით თარიღდება, როცა ლეგენდარული მუსიკოსი ცოლთან, იოკო ონოსთან ერთად დანიაში იმყოფებოდა. მისი ხანგრძლივობა 33 წუთია. ჩანაწერი არაფორმალურ ვითარებაში ოთხმა ადგილობრივმა მოზარდებმა სკოლის გაზეთისთვის გააკეთეს. ფირზე ლენონის ინტერვიუ და რამდენიმე სიმღერაა.
მათ შორის მოკლე მელოდია სახელწოდებით Radio Peace, რომელიც რადიოსადგურისთვის დაიწერა, თუმცა სადგური არასოდეს გახსნილა და სიმღერაც არავის გამოუშვია.
ჩანაწერი $58 300 დოლარად გაიყიდა, მისი ახალი მფლობელის ვინაობა არ საჯაროვდება.