დიდი ბრიტანეთის პრინცესა ბეატრისი დედა გახდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დედოფალ ელისაბედის 33 წლის შვილიშვილს გოგო შაბათს გაუჩნდა. პრინცესამ ლონდონში, ვესტმინსტერის ჰოსპიტალში იმშობიარა. ბეატრისისა და თავისი ქმრის ედოარდო მაპელი მოცისთვის ეს პირველი ბავშვია.
პატარა დედოფლის მე-12 შვილთაშვილია და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მე-11 ადგილს იკავებს. ბავშვის სახელი ჯერ არ გაჟღერებულა.
პრინცესა ბეატრისი და ედოარდო მაპელი მოცი 2020 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ.