იაპონელი დები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ტყუპად დასახელდნენ. მათი ასაკი 107 წელი და 300 დღეა, - ამის შესახებ BBC წერს.
დები 1913 წლის 5 ნოემბერს დაიბადნენ. დღეს, ისინი იაპონიის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მათ გინესის რეკორდსმენობა მოკრძალებულად აცნობეს - ოფიციალური სერთიფიკატები გაუგზავნეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში, მსოფლიო რეკორდს აქამდეც იაპონელი ტყუპი და ამყარებდა. გარდა ამისა, ამ დრომდე, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ასევე იაპონელი, 118 წლის ქალია.