ინგლისელი მუსიკოსი, ცნობილი, როგორც ჯგუფ Oasis-ის ყოფილი წევრი და ერთ-ერთი წამყვანი ვოკალისტი, ლიამ გალაგერი აცხადებს, რომ Isle of Wight-ის ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ ვერტმფრენიდან გადავარდა, - ამის შესახებ BBC წერს.
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას ჰკითხა, რა სიმაღლიდან გადავარდა, რაზეც მომღერალმა ხუმრობით უპასუხა: „100 ათასი ფუტიდან“. უცნობია, რეალურად, რის გამო დაშავდა ის და თუ მართლა ვერტმფრენიდან გადავარდა, - რა სიმაღლიდან.