Emmy 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

Emmy 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 73-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში შოუმ „გვირგვინი“ გაიმარჯვა. სერიალის მსახიობებმა ჯოშ ოკონორმა და ოლივია კოლმანმა ასევე დრამატულ სერიალში მთავარი როლების საუკეთესო შესრულებისთვის მიიღეს ჯილდო, რობაიას მენზისი და ჯილიან ანდერსონი კი ამ კატეგორიაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ.

„ტედ ლასო“ საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი ჯეისონ სუდეიკისი კი კომედიურ სერიალებში საუკეთესო კაც მსახიობად აღიარეს.

საუკეთესო მინი-სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ გახდა. მინი-სერიალში კაცის საუკთესო როლის შესრულებისთვის იუენ მაკგრეგორი დააჯილდოვეს („ჰოლსტონი“), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ამ კატეგორიაში კეიტ უინსლეტი დაასახელეს, სერიალისთვის „მეირი ისტთაუნიდან“.