გლობალურ დათბობასთან ბრძოლის მიზნით, გერმანიაში ძროხებს ტუალეტში სიარულს ასწავლიან

გლობალურ დათბობასთან ბრძოლის მიზნით, გერმანიაში ძროხებს ტუალეტში სიარულს ასწავლიან

გერმანიაში, დუმერსდორფის შინაური ცხოველების ბიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ძროხებს მათთვის სპეციალურად მოწყობილი საპირფარეშოთი სარგებლობა ასწავლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპერიმენტში 16 ცხოველი მონაწილეობდა. მათთვის ინსტიტუტის კუთვნილ ფერმაზე საპირფარეშო მოეწყო, რომლიდანაც შარდი გადამუშავებაზე მიედინება. ძროხები ტუალეტში რიგრიგობით მიჰყავდათ და მოშარდვის შემთხვევაში სასუსნავს აძლევდნენ. თუ ისინი საპირფარეშოთი დამოუკიდებლად სარგებლობდნენ, სასუსნავს ისევ იღებდნენ, მაგრამ თუ სხვაგან შარდავდნენ მათ 3 წამის განმავლობაში წყლით წუწავდნენ.

10-დღიანი „მეცადინეობის“ შემდეგ 16-დან 11 ძროხა შემთხვევების 75%-ში საპირფარეშოში დამოუკიდებლად დადიოდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს სერიოზული წვლილი იქნება გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში, რადგან ძროხის შარდი გრუნტთან რეაქციაში შედის, რის შედეგადაც კვალსათბურის ეფექტის მქონე აზოტის ქვეჟანგი წარმოიქმნება.​ატმოსფეროში მოხვედრილი გაზების 10%-მდე სწორედ საქონლის ფერმებზე წარმოიქმნება.

სპეციალისტების შეფასებით, ტუალეტების დანერგვა ფერმერებს ძროხების შარდის 80%-ის შეგროვების საშუალებას მისცემს, რის შედეგადაც ატმოსფეროში ამიაკის მოხვედრა 56%-ით შემცირდება.

 

 

Katana როგორ, დღემდე პირდაპირ მიწაზე შარდავდნენ? არ მოველოდი მე ამას ევროპელი ძროხებისაგან!..
3 წლის უკან
Katana . ეჰ, ჩვენი ძროხების კულტურა როდის ამაღლდება იქამდე, რომ ტუალეტებში დადიოდნენ და თივას ჩანგლით მიირთმევდნენ! :((
3 წლის უკან