თუ საშინელებათა ჟანრის ფილმები გიყვართ, ამ ჰობით ფულის შოვნა შეგიძლიათ. შესაძლოა თავად ეს შემოთავაზებაც ისე ჟღერდეს, როგორც თქვენი საყვარელი შიშისმომგვრელი ფილმები იწყება, თუმცა თავგადასავალი ნამდვილად საინტერესოდ ჟღერს.
საფინანსო კომპანია იმ ადამიანს, რომელიც ოქტომბერში 13 საშინელებათა ფილმს უყურებს, 1 300 დოლარს გადაუხდის. ორგანიზატორები მაყურებლის გულის ცემას გაზომავენ. იდეის ავტორებს სურთ იმის შემოწმება, რამდენად მოქმედებს ფილმისგან გამოწვეული ემოციები და ეფექტურობა მის შემოსავალზე.
მაყურებლისთვის 13 საშინელებათა ჟანრის ფილმია შერჩეული, მათ შორისაა Annabelle, Get Out, Quiet Place-ის ორივე ნაწილი. დაინტერესებულმა პირებმა 26 სექტემბრამდე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, შერჩეული კანდიდატი კი 1-ლ ოქტომბერს გამოვლინდება, რომელიც 13 ყველაზე საშიშ ფილმს 9-დან 18 ოქტომბრამდე უყურებს.