1 ჭიქა წითელი ღვინო, როგორც წონაში კლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება

1 ჭიქა წითელი ღვინო, როგორც წონაში კლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება

ადამიანები ხშირად იცავენ მკაცრ დიეტებს, რაც დამეთანხმებით რომ დიდხანს არ გრძელდება, ისინი კრძალავენ ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტებსა და ნივთიერებებს, შედეგად კი წონას მარტივად იკლებენ, თუმცა მარტივადვე იმატებენ.

თუ მთელი დღის განმავლობაში იმაზე ხშირად მიირთმევთ საკვებს ვიდრე ჩვეულებრივ და დიეტის დაცვაც არ შეგიძლიათ, გახსოვდეთ, რომ საღამოობით, ვახშმის მირთმევის შემდეგ 1 ჭიქა წითელი ღვინო ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

Washington State University-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ღვინო ცხიმის უჯრედების დაშლაში გვეხმარება და არამარტო წონის კლებას უწყობს ხელს, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.

ცნობილი ადამიანების უმეტესობა ამ ხერხს არამხოლოდ  წონის დასაკლებად, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც მიმართავენ. კვლევების თანახმად აღნიშნული მეთოდი ადამიანს სიცოცხლის გახალგრძლივებაში ეხმარება.