მამის მეურვეობისგან გათავისუფლებიდან მალევე, ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი სემ ანგარზე დაინიშნა, - ამის შესახებ BBC წერს.
ნიშნობას ადასტურებს მომღერლის მენეჯერი ბრენდონ კოენი.
„წყვილმა ხანგრძლივი ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმა. ისინი გულაჩუყებულნი არიან მათ მიმართ გამოხატული მხარდაჭერითა და სიყვარულით“, - ამბობს ის.
წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნო.