ადამ რიჩარდ სენდლერი ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორია. საზოგადოებას მან თავი კომედიური ჟანრის ფილმებში მონაწილეობით შეაყვარა. მისმა ფილმებმა ამერიკის კინოინდუსტრიას 2 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. 2020 წელს მისი ქონება 420 მილიონ დოლარ შეადგენდა, მას შემდეგ ადამმა ნეტფლიქსთან ოთხ ფილმზე კონტრაქტი გააფორმა, რომელთა ღირებულებაც 250 მილიონია. ამას გარდა ის უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, 2018 წლამდე ის 120-ჯერ იყო ნომინირებული და 46 ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა Kid’s Choice Awards–ის 10, Teen Choice Awards–ის 9 და People’s Choice Awards–ის 9 ჯილდო.
ადამი კომედიური ჟანრის მოყვარული არ იყო მანამ, სანამ 17 წლის ასაკში ერთ-ერთ კაფეში კომედიური გამოსვლების, ე.წ “სდენთ აფების” კეთება არ დაიწყო, ისიც მისი ძმის თხოვნით.
ახალგაზრდობაში მას საკმაოდ უჭირდა. შეიძლება დღეს ადამი ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობია, თუმცა კარიერის დასაწყისში, როდესაც ის“სთენდ აფებს” აკეთებდა მას მხოლოდ 10 დოლარს უხდიდნენ.
1990 წელს ის პოპულარული ამერიკული გადაცემის, SNL–ის გუნდის წევრი გახდა. 1995 წლამდე ის სხვადასხვა ვარსკვლავისთვის “სთენდ აფებს” წერდა.
ადამს სცენის შიში აქვს. ერთ–ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სცენაზე ასვლისას ახლაც საშინლად ნერვიულობს და ხშირად ავიწყდება ის რაც უნდა ეთქვა.
მას მუსიკა ძალიან უყვარს. მსახიობი იხსენებს, რომ ცხოვრების რთულ პერიოდში მას სწორედ გიტარაზე დაკვრა ეხმარებოდა.
ადამმა მეუღლე, ჯეკი ტიტონი 1999 წლის ფილმის, Big Daddy–ს გადასახებ მოედანზე გაიცნო.
მას შემდეგ რაც ადამი მამა გახდა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. “საღამოს 6-7 საათზე ვსადილობ, 21:30-ზე დასაძინებლად მივდივარ, მეორე დღეს კი ვიღვიძებ ცუდ ხასიათზე, რადგან დაღლილი ვარ” – აცხადებს მსახიობი.
პირველი ჰოლივუდის ფილმი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო იყო The Cosby Show. ადამი ამ დროს 18 წლის იყო.
მას კრიტიკოსების აზრი არ აინტერესებს. “ვიცი რას წერენ ჩემზე და რა აზრი აქვთ ჩემსფილმებზე, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს.” – აცხადებს მსახიობი
ის ქველმოქმედია. 2007 წელს მან ქველმოქმედებას მილიონი დოლარი შესწირა.
მისი ახლო მეგობარი იყო SNL–ის წამყვანი კრის ჰარლი, რომელიც 1997 წელს ზედოზირებითგარდაიცვალა.
ადამი SNL–დან გაათავისუფლეს. ერთ–ერთი ინტერვიუს დროს მსახიობმა განაცხადა, რომ სამსახურიდან მართლაც, რომ გაათავისუფლეს, თუმცა წამოსვლას ისედაც გეგმავდა.