ემანუელ მაკრონი: ჟან-პოლ ბელმონდო ყოველთვის იქნება დიდებული

ემანუელ მაკრონი: ჟან-პოლ ბელმონდო ყოველთვის იქნება დიდებული

პარიზში, ინვალიდთა სახლის ეზოში ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდასთან, ჟან-პოლ ბელმონდოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

„ჟან-პოლ ბელმონდო ჩვენი ეროვნული საგანძური იყო. ის ყოველთვის იქნება დიდებული. ბელმონდო გვიყვარდა, რადგან მასში ჩვენს თავს ვხედავდით“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსახიობმა დაუვიწყარი კვალი დატოვა მრავალი ფრანგი კინორეჟისორის ნამუშევრებში.

ათასობით ადამიანი საყვარელ მსახიობთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს გარეთ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებდა თვალს. ჟან პოლ ბელმონდოს დაკრძალვა 10 სექტემბერს გაიმართება.