The Pussycat Dolls-ის დამფუძნებელი და ქორეოგრაფი რობინ ანტინი ჯგუფის სოლისტს, ნიკოლ შერზინგერს უჩივის, - ამის შესახებ BBC წერს.
სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ანტინი ირწმუნება, რომ მომღერალი სრულ შემოქმედებით თავისუფლებასა და საკუთარი წილის გაზრდას ითხოვს, რაც შეთანხმებით არაა განსაზღვრული.
ირკვევა, რომ შერზინგერი არაა თანახმა, კომპანიაში Pussycat Dolls Worldwide იმუშავოს 49%-ის სანაცვლოდ და ითხოვს, წილი 75%-მდე გაიზარდოს. მომღერალს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 10-წლიანი პაუზისა და ჯგუფის კვლავ გაერთიანების შემდეგ, მომღერალი ტურნეში უნდა ჩართულიყო და 25-მდე კონცერტი გაემართა.