ირაკლი ზარქუა: მინდა რადიკალურ ოპოზიციას ვუთხრა, სულ ფუჭად, სულ ტყუილად ცდილობთ ამ სესხს მიაბათ საქართველოს განვითარების კურსი

ირაკლი ზარქუა: მინდა რადიკალურ ოპოზიციას ვუთხრა, სულ ფუჭად, სულ ტყუილად ცდილობთ ამ სესხს მიაბათ საქართველოს განვითარების კურსი

მინდა, რადიკალურ ოპოზიციას ვუთხრა, სულ ფუჭად, სულ ტყუილად ცდილობთ ამ სესხს მიაბათ (საქართველოს) კურსი. საქართველოს მომავლის განვითარების კურსი დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - ეს არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს ქვეყნის კონსტიტუციაშიც ჩაწერა.

„ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენ, როგორც არასდროს ისე ვართ ახლოს ნატოს ფორმატთან, ევროკავშირთან. მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, სადაც გაცილებით უფრო ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან. და ეს მიზანი რა არის - 2024 წელს ღირსეული განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში. ეს არის რეალობა, ეს არის სიმართლე“, - განაცხადა ზარქუამ.