იქედან გამომდინარე, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ველოდით, აქედან გამომდინარე, როგორც ვიცი, წელს მთავრობა არ აპირებს დამატებითი სესხის გამოსაყოფად ვინმეს მიმართოს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება დახმარებასა და საჩუქარს, ჩვენ არც ევროკავშირისა და არც ამერიკის საჩუქარზე უარს არ ვიტყვით, განსხვავება არის იმაში, რომ ეს იყო სესხი, საგრანტო დახმარებებზე კი უარს არ ვამბობთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან.