ნიკოლოზ სამხარაძე: ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს იმისა, რომ ვინმეს შეეპაროს ეჭვი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეუქცევადობაში

ნიკოლოზ სამხარაძე: ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს იმისა, რომ ვინმეს შეეპაროს ეჭვი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეუქცევადობაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს გააგრძელოს მუშაობა იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავარ გზამკვლევს წარმოადგენს.

„მე საერთოდ ვერ ვხედავ ხელისუფლების ქმედებებში ვერანაირ საფუძველს იმისა, რომ ვინმეს შეეპაროს ეჭვი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეუქცევადობაში. როგორც 2020 წლის არჩევნების წინ განვაცხადეთ, ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენს მთავარ გზამკვლევს წარმოადგენს. ვაპირებთ, 2024 წლისთვის, როგორც ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 2/3 მაინც შესრულებული გვქონდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი მთავრობის მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმას გამოეხმაურა.