ირაკლი ზარქუა: დესტრუქციული ოპოზიცია რომ 6 თვე დაწანწალებდა გარეთ, ბიუჯეტის განხილვებს რომ დასწრებოდა, ხომ აღარ ექნებოდათ ასეთი აბსურდული კითხვები?

ირაკლი ზარქუა: დესტრუქციული ოპოზიცია რომ 6 თვე დაწანწალებდა გარეთ, ბიუჯეტის განხილვებს რომ დასწრებოდა, ხომ აღარ ექნებოდათ ასეთი აბსურდული კითხვები?

ჩვენ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც 6 თვე დაწანწალებდა გარეთ. ბიუჯეტის განხილვებს და დამტკიცებას რომ დასწრებოდა, ხომ აღარ ექნებოდათ ასეთი აბსურდული კითხვები? - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებაზე უარის თქმას ეხებოდა.

„რას ისესხებს ქვეყანა, როგორ და რა დროს - ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი, პარლამენტთან ერთად. პანდემიიდან გამომდინარე დავგეგმეთ დეფიციტური ბიუჯეტი - 7,6%, მათ შორის მშპ-სთან მიმართებაში საგარეო სამთავრობო ვალის შკალა იყო დაახლოებით 60-61% - ანუ, საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზე იყო. მას შემდეგ გატარდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, დასტაბილურდა მაკროეკონომიკური პარამეტრები. ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე თვის წინ ბიუჯეტი გაგვეზარდა და შემოსავლები გაიზარდა 1,175 მილიარდით. საგანგაშო პარამეტრები გადაიხედა - დეფიციტური ბიუჯეტი 7,6%-დან შემცირდა 6,9%-მდე, ხოლო ​​მშპ-სთან მიმართებაში საგარეო სამთავრობო ვალი 61%-დან ველოდებით შემცირებას 54-55%-მდე. ამ ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა, გაუმჯობესებისკენ გადაგვეხედა ეს საკითხი. სწორედ ეს თქვა პრემიერმა, რომ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გარკვეული სახის სესხებზე უარი ვთქვათ, ვინაიდან ადგილობრივი, შიდა რესურსებით გამკლავება შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, EBRD-ის, სავალუტო ფონდის დახმარებებზე ან სესხებს უარს ვამბობთ, ეს არის პროცესი. ჩვენ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც 6 თვე დაწანწალებდა გარეთ. ბიუჯეტის განხილვებს და დამტკიცებას რომ დასწრებოდნენ, ხომ აღარ ექნებოდათ ასეთი აბსურდული კითხვები?“ - განაცხადა ზარქუამ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან.