პოლიტიკური პროექტი, რომელიც დაიწყო ღალატით, ტყუილით და რომელიც ასე გრძელდება საბოლოო ჯამში კარგ შედეგს ვერ მოიტანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ გიორგი გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას მერობის კანდიდატად დასახელებამ შეიძლება ერთი სასიკეთო ის გააკეთოს, რომ ის უფრო ხშირად გამოჩნდება, რადგან ხშირად მედიასთან პირდაპირ კომუნიკაციას და პირდაპირ პასუხებს გაურბოდა.
„პირველი კითხვაზე, რომელიც გუშინ მას დაუსვეს, პირველივე ტყუილი თქვა. ვფიქრობ, მისი გამოჩენაა წაადგება იმას, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ პოლიტიკური პროექტი, რომელიც დაიწყო ღალატითა და ტყუილი და რომელიც ასე გრძელდება, საბოლოო ჯამში კარგ შედეგს ვერ მოიტანს. როდესაც სიცრუე არის საფუძველი რაიმე წამოწყების ამ წამოწყებას კეთილი ბოლო ვერ ექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.