გივი მიქანაძე: ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ყველგან იკვეთება

გივი მიქანაძე: ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ყველგან იკვეთება

ყველგან იკვეთება საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გლდანის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ეს მხარდაჭერა განპირობებულია იმ პოლიტიკით, იმ სტაბილურობით, იმ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობით, რომელსაც ქართული ოცნება მეცხრე წელიწადია ახორციელებს საქართველოში. ეს ასევე განპირობებულია, ამ კანდიდატების რეპუტაციით, რომლებიც გამოირჩევიან თავისი კეთილსინდისირებეით, პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმითა და საქმისადმი ერთგულებით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.