ილონ მასკის განცხადებით, Tesla გეგმავს შექმნას ჰუმანოიდი რობოტი Tesla Bot -ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი. სავარაუდოდ რობოტის წარმოება უკვე მომავალი წლისთვის გახდება შესაძლებელი.
Tesla Bot - ი ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებით კომპანიის მიერ აქამდე გამოცემულ სრული თვითმავალი სისტემის მართვასაც შეძლებს (მაგალითად, ავტომობილის "ტესლა").
172 სმ სიმაღლის და 56 კგ-იანი ანთროპომორფული რობოტი აღიჭურვება ხელოვნური ინტელექტით და მთვლელებით. მასკის თქმით, ბოტი გამოიყენებს Tesla Autopilot პროგრამულ უზრუნველყოფას. აღჭურვილი იქნება ქსელში გადამცემი რვა კამერით, რომელიც "ტესლამ" თავისი FSD პროგრამული უზრუნველყოფისთვის შეიმუშავა.
ბოტის ე.წ. ნერვული ქსელი ადამიანის ტვინის ფუნქციებს მიბაძავს, სწორედ ეს ინოვაციური ტექნოლოგია მისცემს ჰუმანოიდ რობოტს საშუალებას, თავისი კამერების გამოყენებით გააანალიზოს გარემოება და განსაზღვროს რა უნდა გააკეთოს, როდესაც ის დაბრკოლებებს შეხვდება.
”ჩვენი მანქანები ნახევრად ინტელექტუალური რობოტები არიან. ამ ტექნოლოგიით ეკონომიკა სერიოზულ სარგებელს მიიღებს. მომავალში უპირატესობა მიენიჭება ფიზიკურ სამუშაოს. რობოტები შეძლებენ მარტივი და რუტინული სამუშაოების შესრულებას", - თქვა მასკმა.
პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პროტოტიპი Tesla Bot -ი მსუბუქი მასალებისგან აიწყობა. სახის ნაცვლად მას ექნება მონიტორი. 40 ელემენტის წყალობით კი 8 კმ/სთ სიჩქარით სიარული შეეძლება. აწევს 20 კგ სიმძიმეს.