სტრადივარიუსის ვიოლინოს კვალდაკვალ

სტრადივარიუსის ვიოლინოს კვალდაკვალ

დიდი მევიოლინისა და ვიოლინოების ოსტატის – სტრადივარიუსის მიერ შექმნილი ვიოლონოების ერთი ნაწილი ან დაკარგულია, ანდა დროთა განმავლობაში განადგურებული. დარჩენილი ვიოლინოები ხელოვნებათმცოდნეებს მკაცრ კოტროლზე ჰყავთ აყვანილი და ცნობილია ყველა ვიოლინოს მფლობელი.თუმცა, დროთა განმავლობაში მოპარული, ანდა დაკარგული ვილინოების მოძიება მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს.

 

გუშინ, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც სტრადივარიუსის 1,9 დოლარად ღირებული, უიშვიათესი ვიოლინოს მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები . ვიოლინოს ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინგლისელი სამართალდამცავები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ და იმასაც ასაიდუმლოებენ, როგორ მოახერხეს დამნაშავეებმა ინსტრუმენტის ხელში ჩაგდება.

 

უნიკალური ინსტრუმენტი მის უკანასკნელ მფლობელს – კორეელ მევიოლინეს, მინ ცინ კიმს ნოემბერში დაეკარგა. ვიოლინოს მოპარვის ბრალდება 36 წლის ჯონ მოენს და 14 და 16 წლის ორ მოზარდს წაუყენეს. მათი ვინაობა არ ხმაურდება. მოენი პატიმრობაში რჩება, მოზარდები კი გირაოთი გაათავისუფლეს.

 

ეს უკვე სტრადივარიუსის მეორე ვიოლინოა, რომელსაც მიმდინარე წელს ინგლისელმა სამართალდამცავებმა მიაკვლიეს. 2010 წლის აპრილში, სტრადივარიუსის ერთ–ერთი საუკეთესო ვიოლინო ინდური მაფიოზური დაჯგუფების ლიდერის ლონდონურ ვილაში ნახეს, რაც მისი არაკანონიერი მფლობელის დაკავების მიზეზიც გახდა.