ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, სპილოების მიგრაციის გამო, 150 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის შესახებ BBC წერს.
ცხოველების გადაადგილებას 25 ათასზე მეტი პოლიციელი ავტომობილებითა და დრონებით აკვირდება. სპილოებმა დაცული ტერიტორია 17 თვის წინ დატოვეს. მას შემდეგ, 500 კილომეტრი დაფარეს და არაერთხელ აღმოჩნდნენ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.
ამ გზაზე, მინდვრების გარდა, მათ არაერთი ქალაქი გაიარეს, შეჭამეს მილიონობით დოლარის ღირებულების მოსავალი და დააზიანეს შენობები.
მცდელობა, ძალით დაებრუნებინათ ისინი დაცულ ტერიტორიაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, სპილოებმა თავად შეიცვალეს მარშრუტი და მისკენ გზას თავად გაუდგნენ.