პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია  (ვიდეო)

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია  (ვიდეო)

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას. ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით დაიმუქრა.

აღნიშნული ინციდენტის გამო, უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პირი ვეტერანია.