ინფიცირებული ინდონეზიელი კაცი ქალის სამოსში გამოეწყო და თვითმფრინავში ცოლის კოვიდპასპორტით აიპარა

ინფიცირებული ინდონეზიელი კაცი ქალის სამოსში გამოეწყო და თვითმფრინავში ცოლის კოვიდპასპორტით აიპარა

კორონავირუსით ინფიცირებულმა ინდონეზიელმა კაცმა გადაწყვიტა, აეროპორტის თანამშრომლები მოეტყუებინა და მუსლიმი ქალების თავსაბურავით - ნიქაბითა და შესაბამისი კაბით შემოსილმა, მათ თავი საკუთარ ცოლად წარუდგინა, - ამის შესახებ BBC წერს.

კაცს თან ჰქონდა მეუღლის პასპორტი და კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თვითმფრინავი ქვეყნის საზღვრებში, შიდა ფრენას ასრულებდა. შესაძლოა, კაცი ვერც გამოეჭირათ, რომ არა მისი ქცევა - მგზავრმა, ფრენის დროს, სამოსი გაიხადა და კაცის ტანსაცმელში გამოეწყო, რასაც ბორტგამცილებლის განგაში მოჰყვა.

თვითმფრინავი მაშინვე დასვეს და კაცი იზოლაციაში გადაიყვანეს.