აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
"სხვისთვის რომ გვაქვს ჭკუა, ან სულ არ გვაქვს!
დღეს მინისტრის ბრიფინგი იყო და ლაივს ვუყურებდი. როგორც წესია, ლაივს პერიოდულად კომენტარები მოყვება (ალბათ ჰგონიათ, რომ ვინმე გულისყურით იწერს მათ პრობლემებს და ყველაფერს გამოასწორებს).
ორი კომენტარი განსაკუთრებული მომეჩვენა; პირველი ახალგაზრდა, 30 წლამდე ბიჭს ეკუთვნოდა და ამითაც მიიქცია ყურადღება (ამ ასაკის ბიჭებს ჯერ არ ჯერავთ, რომ მათ პრობლემებს ვინმე იწერს. ეს ცოდნა 70 წლის მერე მოდის!). ბიჭი წერდა (სიტყვა-სიტყვით): "უკვე 24 საათია კოვიდი დამიდასტურდა და არავინ არ ზრუნავს ჩემს იზოლაციაზე, ეს რა უპასუხისმგებლობაა!!"-ო. შევედი მის გვერდზე; სასაცილოდ არ ჰყოფნის აცრა, ფოტოები ხალხმრავალ კამპანიაში, რა თქმა უნდა უპირბადეოდ. ახლაც, კლინიკურად არაფერი სჭირს, მაგრამ " მის იზოლაციაზე რომ არ ზრუნავს" ის ხალხი არიან უპასუხისმგებლოები! და თვითონ კი...
მეორე კომენტარმა საერთოდ მომცელა!! თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ კატეგორიის ხალხისთვის- ტიპურია:
"არ აიცრათ ხალხო! რუსეთის მეცნიერთა რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ კოვიდზე აცრილები სამ(!!) წელიწადში ყველა იხოცება!.. ამას მოყვებოდა საშინელი წყევლა მათი, ვინც აცრისკენ მოუწოდებს ხალხს. იმდენად სიშტერე იყო, ძალიან მინდოდა მეკითხა- ჯერ არ გასულა აცრებიდან სამი წელი და როგორ დაითვალეს ამ რუსმა მეცნიერებმა დახოცილები-თქვა, მაგრამ ჯერ შევიკავე თავი, ჯერ იმ ასაკამდე, როცა მთელი გრძნობით ერთვებიან ასეთი ტიპის ლაივში კომენტარებით, მინიმუმ 10 წელი მაკლია"...