მარინა კალიურანდი: ოპოზიციის პირდაპირი ფუნქციაა სანდო და ალტერნატიული არჩევანის შეთავაზება

მარინა კალიურანდი: ოპოზიციის პირდაპირი ფუნქციაა სანდო და ალტერნატიული არჩევანის შეთავაზება

ოპოზიცია საპარლამენტო დემოკრატიის შეუცვლელი კომპონენტია, ოპოზიციის პირდაპირი ფუნქციაა სანდო და ალტერნატიული არჩევანის შეთავაზება, ეს ბუნებრივია და დემოკრატიული, რადგან დემოკრატია ეფუძნება იმას, რომ ყველას აქვს საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება და პარლამენტი უნდა ასახავდეს აზრთა განსხვავებულობას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ ოპოზიციის უფლებები და პასუხისმგებლობა პარლამენტში - ამ თემაზე ბრიუსელში ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგად ვიცით თეორია, მაგრამ შემდეგ დგება მისი პრაქტიკაში გამოყენების დრო და ეს კიდევ უფრო რთული ხდება.

„მინდა დავიწყო იმის ხაზგასმით, რომ ოპოზიციის უფლებები და ვალდებულებები საგულდაგულოდ ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში და განსაკუთრებით გამოყოფილია მეოთხე პუნქტში. ის იწყება ძალაუფლების გაზიარებით, რაც გამოიხატება ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნით ხელმძღვანელ თანამდებობებზე ორ მთავარ კომიტეტში და ერთი მთავარი დელეგაციის ხელმძღვანელად. თუმცა, ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩაერთვებოდნენ ჟან მონეს დიალოგში. ოპოზიცია საპარლამენტო დემოკრატიის შეუცვლელი კომპონენტია, ოპოზიციის პირდაპირი ფუნქციაა სანდო და ალტერნატიული არჩევანის შეთავაზება, ეს ბუნებრივია და დემოკრატიული, რადგან დემოკრატია ეფუძნება იმას, რომ ყველას აქვს საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება და პარლამენტი უნდა ასახავდეს აზრთა განსხვავებულობას“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კ ა ხ ე ლ ი კარი იქნება ჰკითხოს ვინმემ ამ პატივცემულ ქალბატონს, ევროკავშირის რამდენ ქვეყანაშია და სად, რომ უმცირესობას აქვს პრივილეგია, როგორც ეს შარლ მიშელის დოკუმენტშია, 5 საპარლამენტო კომიტეტს (სულ ჩვენს პარლამენტში - 16 კომიტეტია), ანუ კომიტეტების მესამდეს, უხელმძღვანელოს?! არის თუა არა ეს ესტონეთში, საიდანაც ეს ქალბატონი ბრძანდება?
3 წლის უკან