სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ნედ პრაისმა ამ თემაზე საუბრისგან პრაქტიკულად თავი შეიკავა, - ამის შესახებ შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„იგივე შეიძლება ითქვას პრემიერ-მინისტრის გადადგომა-არგადადგომის საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებას, რომ 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოქმედებებთან დაკავშირებით, მკაფიო დაგმობაზე, მეორე - შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზე, ეს ერთი-ერთში ემთხვევა იმ განცხადებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ნედ პრაისის თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული.