გურამ მაჭარაშვილი: აუცილებელია, რომ ოპოზიციის ნაწილმა პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პროცესზე, რაც შეიძლება საქართველოში მიმდინარეობდეს

გურამ მაჭარაშვილი: აუცილებელია, რომ ოპოზიციის ნაწილმა პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პროცესზე, რაც შეიძლება საქართველოში მიმდინარეობდეს

აუცილებელია, რომ ოპოზიციის ნაწილმა პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პროცესზე, რაც შეიძლება საქართველოში მიმდინარეობდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

"ნებისმიერი ტიპის პროვოკაციისა და ძალადობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრევენციულად უნდა მოეკიდოს და მინისტრი ჩვენ ამის შესახებ გვეტყვის. მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ ოპოზიციის ნაწილმა პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პროცესზე, რაც შეიძლება საქართველოში მიმდინარეობდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.