ირაკლი კობახიძე: ქართული საზოგადოება არის პროდასავლური ღირებულებების

ირაკლი კობახიძე: ქართული საზოგადოება არის პროდასავლური ღირებულებების

ხელისუფლება აფრთხილებდა ყველას იმასთან დაკავშირებით, რომ 5 ივლისს მოსალოდნელი იყო გართულებები. ჩვენ გათვლა გვქონდა 5 საათზე, ამ დროს იყო მომეტებული რისკი ძალადობის, თუმცა რა თქმა უდნა, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო საზოგადოების გაფრთხილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი ფაქტორში“ ისაუბრა.

„თქვენ წარმოიდგინეთ 1 წელიწადში იგივე მოვლენები, იქაც ხომ იქნება ანალოგიური რისკები. ბუნებრივია 1 წელიწადშიც დაგვჭირდება იგივე განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირები​​თ, რომ აქცია დაკავშირებულია კონკრეტულ საფრთხეებთან. შეიძლება ვიღაცას თავშეკავებისკენაც მოვუწოდოთ. როდესაც არის რისკი, რომ 10 ათასი კაცი 500 კაცს დაუპირისპირდეს, აქ ერთადერთი გზა რჩება, ნაწილს მოუწოდო სხვაგვარი ქმედებებისკენ და ნაწილი რისკებზე გააფრთხილო. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველას გაფრთხილება. ზუსტად ეს მოხდა 5 ივლისამდე და ასე იმოქმედა ხელისუფლებამ. ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც. საქართველოში მოსახლეობის 90%-ზე მეტი არის პროდასავლური ორიენტაციის, ასეთია კვლევების მაჩვენებელი და ზუსტად იგივე არის პრაიდის წინააღმდეგი. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები და ტყუილი. ქართული საზოგადოება არის პროდასავლური ღირებულებების მქონე და ამავდროულად მას აქვს გარკვეული შეხედულებები, რაც ეფუძნება რელიგიურ შეხედულებებსა და დოგმებს. აქედან გამომდინარე, აქვს საკუთარი პოზიცია გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს თუნდაც უმრავლესობის პოზიცია, ესეც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ შენც როგორც მოქალაქეს გევალება რაღაცას ანგარიში გაუწიო და არ განახორციელო ისეთი პროვოკაციული ქმედება, რასაც მერე თუნდაც ძალადობა შეიძლება მოჰყვეს. ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli ისევ დაიწყე ამ სიბრიყვის ქადაგება?! არა შენი საშველი არ იქნება შვილო!!! რომელია ეს პროდასავლური ღირებულებები, დასავლური ღირებულებები რომელია?! სიტყვის თავისუფლების პრიმატი ყველა სხვა ღირებულებაზე, მათ შორის საზოგადოების წინაშე მოვალეობის აღიარებაზე, მრავალსაუკუნოვან ეროვნულ - მართლმადიდებლურ ღირებულებებზე თუ თრაქის მიცემა, ორი "მამის" ურთიერთ ქინძვა და ქალების მიერ ერთმანეთისათვის ათასგვარი საგნების სააშოში გათხრა, რაღაც უმდგავსო ყვითელ- მწვანე ფერებში და სეტკა კოლგოტკებში ქალთა და კაცთა "გამოპრანჭვა" და ქუჩაში საჯაროდ ბილწი მანჭვა-გრეხა?! კონჩიტა ვურტესი?! რას ბოდავ შვილო, ამდენი ხანი ამიტომ ისწავლე?!
3 წლის უკან