ბატონ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შევახსენებ ერთ რამეს - რომ არათუ ერთი მიწოლა, როგორც არ უნდა მიაწვნენ დღეს ქართულ პოლიციასა და ქართულ სახელმწიფოს, იმაზე ძლიერია ვიდრე წარმოუდგენიათ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი მიხეილ სააკაშვილს მორიგ განცხადებას.
„პოლიციელი დღეს არის გმირი, რომელიც სრულად არის დეპოლიტიზირებული და ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. ეს არ არის არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროინდელი პოლიცია, რომელიც პირდაპირი დაკვეთებით მუშაობდა. ეს ხალხი დგას ხალხის ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ამილახვარმა.
„ახლა უნდათ, ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე.