მსხვილ ოპოზიციურ ფრაქციებს გვაქვს სრული თანხმობა იმაზე, რომ არ გვექნება წინააღმდეგობა შევარჩიოთ პრემიერობის საერთო კანდიდატი

მსხვილ ოპოზიციურ ფრაქციებს გვაქვს სრული თანხმობა იმაზე, რომ არ გვექნება წინააღმდეგობა შევარჩიოთ პრემიერობის საერთო კანდიდატი

მსხვილ ოპოზიციურ ფრაქციებს გვაქვს სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვექნება წინააღმდეგობა შევარჩიოთ პრემიერობის საერთო კანდიდატი, ალტერნატიული კაბინეტის წევრები და ერთად ვიმუშაოთ ალტერნატიულ პროგრამაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ უნდობლობის პროცედურის დაწყებაზე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები უნდობლობის პროცედურის დაწყებაზე ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მიმდინარეობს.

„როცა ხელისუფლება უშვებს ისეთ ძალადობას დედაქალაქის ქუჩებში, რაც ჩვენ ვნახეთ, ხელისუფლება უნდა გადადგეს. სხვაგვარად ხელისუფლებამ როგორ უნდა გამოხატოს პასუხისმგებლობა ჟურნალისტების მასობრივ დევნაზე, დამცირებაზე, რასაც მოჰყვა ოპერატორის გარდაცვალება.

ჩვენ ვხედავთ საპირისპირო, აგრესიულ რიტორიკას, თუკი დღევანდელი მთავრობა და მისი ხელმძღვანელი გაუგებარ შეთქმულებაზე საუბრობენ, მაშინ სად არიან შეთქმულების ავტორები? რატომ არ გამოავლინეს 5 ივლისამდე? ცხადია, მორიგ იაფფასიან გათვლასთან გვაქვს საქმე. ჩვენ საპარლამენტო პარტიები ვალდებულები ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა ჩვენ დავიწყებთ უნდობლობის პროცედურას, ამას „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანად შეხვდება, იქნება მცდელობა, რომ ეს შეფერხდეს და არ მივიდეს ლოგიკურ შედეგამდე, თუმცა, ეს ჩვენ მაინც უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიც არის ალტერნატიული პროგრამის შეთავაზება, ალტერნატიული კაბინეტის და მთავრობის შეთავაზება, შეთანხმება შეგვიძლია და ეს არის პარტიების ფუნქცია, რომ ალტერნატივა დაანახონ საზოგადოებას. გუშინდელი საუბრის შემდეგ გვაქვს სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვექნება წინააღმდეგობა შევარჩიოთ საერთო კანდიდატი, ასევე ალტერნატიული კაბინეტის წევრები, ალტერნატიულ პროგრამაზე, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან, ერთად ვიმუშავებთ. ეს მზადყოფნა არსებობს ყველაზე მსხვილ ფრაქციებს შორის, რა თქმა უნდა, გვაქვს კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, მაგრამ ყველაზე მსხვილ ფრაქციებს შორის გუშინ მიღწეული იქნა შეთანხმება, ვმუშაობთ ფორმალურ ნაბიჯებზე, რომ დავიწყოთ უნდობლობის პროცედურა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

amo არ გეწყინოთ და რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად საკმაოდ ბრიყვი უნდა იყოთ
3 წლის უკან
Katana . უი, რა კარგია!..
როცა საბოლოოდ შეჯერდებით თქვენს კანდიდატზე, დროულად შეატყობინეთ ღარიბაშვილს, რომ დაუყოვნებლივ გადადგეს და გაგითავისუფლოთ პრემიერის სავარძელი!
3 წლის უკან