ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დამთხვევაა თუ შემთხვევა, მაგრამ ფაქტია და უკვე დამკვიდრებული ტენდენცია - რომ როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებას იწყებს, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებია, თუნდაც ეპიდსიტუაციის კუთხით, ოპოზიცია და მასთან აფილირებული ორგანიზაციები და მედია, ცდილობენ ყველა შემთხვევის გამოყენებას არეულობის და შფოთის მოსაწყობად, რუსთაველის გადაკეტვით, ფეიქნიუსების ტალღებით და ა.შ. ასე ხდება უკვე ბოლო რამდენიმე წელია.
ხედავენ რომ არაფერი გამოსდით, მაინც აჯანჯღარებენ ქვეყანას.
ისე პოზიტიურად მაინც შეაჯანჯღარეთ,. რაიმე ღირებული დადეთ მაგიდაზე ... მაგრამ არ ზის პოზიტიური მათ ფსიქოლოგიაში და ფილოსოფიაში, პოზიტივზე არაა აწყობილი მათი დღის წესრიგი.
კვერცხი და საღებავი გახდა მათი იარაღი... ჯერჯერობით“