დღეს საბჭოზე სერიოზული განხილვა იყო. 3 მიმართულებაა დღეს მთავარი, რომლითაც დღეს ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წარვდექით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთი გახლავთ ვაქცინაციის მეტი ინტენსიფიკირება. ყოველდღიიური აცრების რაოდენობა არ გვაკმაყოფილებს და სულ მცირე, სამჯერ მეტი უნდა იყოს. მეორე, ეს გახლავთ ტესტირების კიდევ მეტად გაფართოება და მესამე, აღვასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია და შეზღუდვა, რაც დღეს არსებობს. პირველ რიგში, ეს არის პირბადე. პირბადე აუცილებელია დახურულ შენობაში და ასევე ღია სივრცეში,სადაც იკრიბება ადამიანების გარკვეული რაოდენობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს ყოველგვარ შეკრებებს, რა მიზნითაც არ უნდა ტარდებოდეს.