იაგო ხვიჩია: ყველას გვაინტერესებს რა მოხდა 5 ივლისს, სად დაუშვით შეცდომა და რატომ ვერ მოხდა ვითარების გაკონტროლება

იაგო ხვიჩია: ყველას გვაინტერესებს რა მოხდა 5 ივლისს, სად დაუშვით შეცდომა და რატომ ვერ მოხდა ვითარების გაკონტროლება

ყველას გვაინტერესებს რა მოხდა 5 ივლისს, სად დაუშვით შეცდომა და რატომ ვერ მოხდა ვითარების გაკონტროლება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

პარლამენტარმა ასევე განმარტა, რა კითხვებს დაუსვამს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში. „ეს კითხვა მექნება, მოვისმენ შს მინისტრის პასუხებს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ვიქნები ადეკვატური საუბრისას, მაგრამ ფაქტია, რომ ამბავი მაინტერესებს ჯერ. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი უნდა დადგინდეს ზუსტად და ნამდვილად, თუნდაც ვიღაცისთვის არ იყოს მოსაწონი ეს მიზეზი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. ამ დროისთვის შს მინისტრის მისვლის თარიღი ცნობილი არ არის.