„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე და ენმ-ის წევრი გიორგი კაპანაძე. მათი დაკავება წითელი საღებავებით წარწერების გაკეთებას უკავშირდება.

აქციის სხვა მონაწილეები, მათ შორის - პოლიტიკური ლიდერები ცდილობდნენ, არ მიეცათ პოლიციისთვის აქტივისტების დაკავება, თუმცა სამართალდამცველებმა რამდენიმე პირის გაყვანა ტერიტორიიდან მაინც მოახერხეს.