გოგა ჩანადირი: ძალიან ადვილია გალანძღო ეკლესია ან სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ შენ თვითონ რას აკეთებ?

გოგა ჩანადირი: ძალიან ადვილია გალანძღო ეკლესია ან სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ შენ თვითონ რას აკეთებ?

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირის განცხადებით, საპატრიარქოს მიმართ შეუარცხმყოფელი განცხადებებით პოლიტიკოსები იმ ადამიანებზე ძალადობენ, რომლებიც ამ ინსტიტუტს ყველაზე მეტად ენდობიან. მისივე თქმით, ქართული ეკლესია ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ნაწილია.

„ძალიან ადვილია გალანძღო ეკლესია ან სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ შენ თვითონ რას აკეთებ? ერთმანეთზე გადაბრალებით საქმე არ გამოვა. ყველას ჰყავს ცუდიც და საღი წევრიც, მაგრამ ერთი ცუდით მთელი ინსტუტიტი არ განისაზღვრება“, - ამბობს გოგა ჩანადირი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული სასულიერო პირები აკეთებენ ძალადობრივ მოწოდებებს, მათ ყოველთვის ზურგს უმაგრებს პატრიარქი.