მამა იოანე: პოლიტიკოსები ბრბოს უწოდებენ ხალხს, შემდეგ კი იწყებენ ამ ხალხის ქება-დიდებას, რათა ხმები მოიპოვონ

მამა იოანე: პოლიტიკოსები ბრბოს უწოდებენ ხალხს, შემდეგ კი იწყებენ ამ ხალხის ქება-დიდებას, რათა ხმები მოიპოვონ

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტის, მამა იოანე მჭედლიშვილი განცხადებითს, გარკვეული პოლიტიკოსები ხალხს ბრბოს უწოდებენ, არჩევნების წინ კი ხმების მოსაპოვებლად ხალხის ქება-დიდებას იწყებენ.

„არჩევნების წინ ვნახავთ ხოლმე პოლიტიკოსებს, როგორ დებენ პატრიარქთან გადაღებულ ფოტოებს. გადის რაღაც პერიოდი, პოლიტიკოსები ბრბოს უწოდებენ ხალხს, შემდეგ კი იწყებენ ამ ხალხის ქება-დიდებას, რათა ხმები მოიპოვონ“, - ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული სასულიერო პირები აკეთებენ ძალადობრივ მოწოდებებს, მათ ყოველთვის ზურგს უმაგრებს პატრიარქი.