დარწმუნებული ვარ, ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე საიმედო და ღირსეული კანდიდატი შეირჩევა, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გამოცხადდა ღია და გამჭვირვალე კონკურსი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევად. ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ამ პროცესს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაციები, რომელიც პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ მიიღო პარლამენტმა და ახალი რეგულაციებით უკვე მოხდება ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.