რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე „თავისუფლებისთვის“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმყოფებოდა. მისი თქმით, ის ყველანაირი სახის ძალადობას გმობს. პოპულარული ექიმი "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებდა ძალადობას.
„ადამიანებისადმი დამოკიდებულება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ, რაც ჩვენს ქვეყანაში დავინახეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა გაღვიძება.
მინდა, რომ ქვეყანამ იცოდეს, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ სწორად ვაზროვნებთ, ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, როცა სხვა ადამიანი არ დაიჩაგროს და ჩვენ ამ მრწამსს შევინარჩუნებთ“, - აცხადებს კულუმბეგოვი.
ასეთმა დამოკიდებულებამ სოციალურ ქსელში მომხმარებელთა დიდი ნაწილის უკმატოფილება გამოიწვია:
"ფუი, ბიძინა შეგირცხვა ნამუსი“
"თვითონ როდისმე ყოფილა დისკრიმინებული? არა ხომ? მაშინ შეგრცხვეს ბიძინა, უმრავლესობას თვლი მოძალადეებად? გეშლებაა... დიაგნოზების დასმისას გენდოთ ამის შემდეგ?"
"ვინც ბიძინასთან უადგილობის გამო ვერ ეწერებოდით, ხვალიდან შეგიძლიათ ჩაეწეროთ"
"როგორ გაფასებდით და თურმე როგორ ვცდებოდი. ექიმი სხვანაირად უნდა აზროვნებდეს, თუ ის ქართველია, თუ ვაჟკაცია, თუ მართლმადიდებელია, მაგრამ თქვენი თავი უკვე გამოააშკარავეთ. გულწრფელად გეტყვით ძალიან მეტკინა გული"
"უი ესეც პარაზიტიაა... ჩაქრით თქვე შარვლიანო ვირთხებო".