აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
„აუცილებლად სათქმელი!
პოსტების თვალიერებისას შემხვდა ერთი მეგობარი ქალბატონის ნააზრევი, რომელსაც კომენტარებში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი უკრავდა კვერს, ვისაც პატივს ვცემ. ამიტომ, ვეცდები ვიყო მაქსიმალურად დელიკატური და ამ ჯერზე არ ვაწყენინო არავის.
სტატუსი რაიმე განსაკუთრებული ორიგინალობით არ გამოირჩეოდა- ბანალურად: "რა მოგვიტანა ევროპა- ამერიკამ, ვერაფერში გვეხმარება, ეს გეიაღლუმები მათ მიერაა თავსმოხვეული და ამიტომ "რუსეთუმე" გავხდი". იქვე, გულისამრევი კომენტარები- უმნიცა, რა ჭკვიანი ხარ, მეც ასე ვარ და ა.შ...
1.არა მგონია სტატუს- კომენტარების დამწერები ჩემზე მეტს უყურებდნენ რუსულ არხებს, უკეთ იცოდნენ რეალური მდგომარეობა რუსეთში. სამწუხაროდ, ინგლისურს ისე კარგად ვერ ვფლობ, რომ იუმორი მთლიანად გავიგო; ქართული გასართობი, იუმორისტული შოუები- მოგეხსენებათ, ყურება შეუძლებელია! ამიტომ, ძალაუნებურად რუსული გასართობი არხების მომხმარებელი ვარ. შოუ ბიზნესში განსაკუთრებით და ისეც, გარყვნილება, ჰომოსექსუალიზმი რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და "საყვარლად" ეხუმრებიან კიდეც ამ თემაზე ერთმანეთს. საერთოდ, სექსუალური აღვირახსნილობა, რუსეთისთვის არცერთ ეპოქაში არ იყო უცხო- ქართველებმაც მშვენივრად უნდა ვიცოდეთ ეს: რუსეთთან ურთიერთობის დაწყებისთანავე, ჩვენთვის სათაყვანებელი მეფე-ქალისთვის არჩეული რუსი სასიძოც კი ჰომოსექსუალისტი აღმოჩნდა! დამთავრებული ჩემი თაობის ყმაწვილობის პერიოდით, როდესაც რუსეთში სწორედ სექს-ტურები იყო ჩვეულებრივი მოვლენა. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ენა არ მიბრუნდება ვთქვა- გარყვნილი ქალებისთვის დადიოდა ხალხი თქვა- ეს მათთვის გარყვნილება კი არა, ჩვეულებრივი მორალური მდგომარეობა იყო. თუ ქალთან გარყვნილება არაა ცოდვა??! არც ადრე და არც ახლა, რუსეთში არ იყო სოდომ- გომორელთა ნაკლებობა. მხოლოდ ამის იმედად, რომ "რუსეთი მორალის მექაა", ნუ მიუშვერთ არხეინად უკანალს..
2.სტატუსის ავტორი და კომენტატორები თითქმის ერთხმად ამბობდნენ: "ევროპა- ამერიკა ვერ გვიცავს ეფექტურად რუსეთისგან.." ... და რა? ამიტომ იმას მივენდოთ ვინც გვირტყავს, გვართმევს, გვკლავს?? საიდან გაჩნდა ქართველებში ასეთი მაზოხისტური, არავაჟკაცური საქციელი - იმას ვემეგობროთ, უფრო ზუსტად იმას მივცეთ თავი, ვინც გვერევა და გვიბრიყვებს!!? ხოლო ვინც რეალურად გვეხმარება არამხოლოდ ფინანსურად, არამედ მსოფლმხედველობის განვითარების კუთხით, მეტნაკლები წარმატებით ცდილობს დაგვიცვას ჩრდილოელი მოძალადისგან- იმას მხარი ვაქციოთ, "ისე კარგად ვერ გვეხმარები, როგორც ჩვენ ვისურვებდითო"-ს მიზეზით?? ეს არაკაცობასთან ერთად, უტვინო, სრულიად გაუაზრებელი, წამგებიანი საქმეა!! იგივეა, მოხვდურ ბანდიტს წართმეულს კი არ ედავებოდე მთელი შესაძლო ძალისხმევით, არამედ უთხრა- "მთლიანად შენ გენდობი და როგორც გადაწყვიტავ ისე ქენი, თუ მოგბეზრდება- ეგებ დამიბრუნო კიდეც!"
უტვინობაა, როცა ეს ტერიტორიას ეხება- ჯერ ისტორიას არ ახსოვს
ასე ნებაყოფლობით დაბრუნებული!
3.ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებით და სიმპათიებით. ვერ ვიკეკლუცებ იმით, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მეგობრები მყავს- არ მყავს, თუმცა არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ასეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, თუ რა თქმა უნდა თავს არ მომაბეზრებენ თავიანთი საკითხებით (ასე, შეიძლება ჰიპერაქტიურმა მაჩომაც მოგაბეზროს თავი, თავისი ტრაბახით). ანუ, განსხვავებულობა ნებისმიერ ასპექტში ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მით უფრო- შეხედულობების მხრივ. მაგრამ, როცა შენი ქვეყანა ფაქტიურად ომის პირობებშია მოძალადე, მტერ ქვეყანასთან და შენ თავს უფლებას აძლევ გამოაცხადო, რომ ამ მტერი ქვეყნის მოკავშირე ხარ- ეს არაა უბრალოდ განსხვავებული აზრი! ეს "მეხუთე კოლონაზე" უარესია ქვეყნის შიგნით. ესაა ქვეყნის ღალატი. ყველამ უნდა იცოდეს: თუ ამ როყიო, იმედია მხოლოდ სიბრიყვით (მაინც წამომცდა ცოტა საწყენი) ნათქვამ სიტყვებს რაიმე ქმედებაც მოყვება- ეს კანონით დასჯადი ქმედებაა და საკმაოდ მძიმე მუხლი, როგორც წლების თვალსაზრისით, ასევე მორალურად- სამშობლოს ღალატი შთამომავლებს გადაეცემათ უდიდეს სირცხვილად“!