თუკი ვინმე ამბობს, რომ სახელმწიფოს სიძლიერე გამოიხატება მხოლოდ, ან უპირატესად უმცირესობისათვის უზრუნველყოფაში მისი „მარშის“ ჩასატარებლად, ჩემთვის ეს უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესების დაცვა და მისი ინსტიტუციების გაძლიერება და უკლებლივ ყველას უფლებების უზრუნველყოფაა.
„მარშში“ გამოხატული უფლებების დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია, ჩემთვის პირადად, მიუღებელი და გაუგებარია. „მარშის“ მნიშვნელობის დეკლარირებული იდეა არის, რომ აქამდე გვჩაგრავენ და „მარშის“ მერე ნაკლებად დაგვჩაგრავენ ან საერთოდ აღარ დაგვჩაგრავენ.
როდესაც ხედავ, რომ შესაძლოა, სხვა გააღიზიანო ამით, იქნებ დაფიქრდე, საერთოდ არ ღირდეს ამის გაკეთება. ანუ, ხაზს ვუსვამ, რომ თუკი ვინმე ამბობს, რომ სახელმწიფოს სიძლიერე გამოიხატება მხოლოდ, ან უპირატესად უმცირესობისათვის უზრუნველყოფაში მისი „მარსის“ ჩასატარებლად, ჩემთვის ეს უბრალოდ მიუღებელია. სახელმწიფო სიძლიერე ბევრად უფრო დიდი სისტემაა“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ გაითავისოს, რომ ღირებულებები უნდა გვქონდეს საერთო, ამისთვის ერთად-ერთი სწორი და დემოკრატიული გზაა, მეტი კომუნიკაცია პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოების მიმართ.
„ამისთვის ერთადერთი სწორი და დემოკრატიული გზაა, მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა იგივე პოლიტიკოსების მხრიდან, უფრო სტრუქტურირებული, უფრო ჩამოყალიბებული გზავნილების გაზიარება საზოგადოებისთვის, რომელსაც თავის დროზე, მიეცემა საშუალება, გააკეთოს სწორი ინფორმირებული არჩევანი - ვის მიანდოს თავისი ქვეყნის მართვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს არის ჩემი მოსაზრება და არა მაინც და მაინც უმცირესობისა და მაინც და მაინც „მარშის“ უფლებების დაცვა, ასე ვთქვათ“, - განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკო:
"მარშში“ გამოხატული უფლებების დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია, ჩემთვის პირადად, მიუღებელი და გაუგებარია... როდესაც ხედავ, რომ შესაძლოა, სხვა გააღიზიანო ამით, იქნებ დაფიქრდე, საერთოდ არ ღირდეს ამის გაკეთება."
აჰა, ძლივს არ ვნახე პრობლემისადმი სწორი დამოკიდებულება?!
რომ ხედავ, ლამის მთელი ქვეყნის აღშფოთებას იწვევს შენი ეს პრაიდები და მარშები, ხომ შეიძლება გაჩერდე?!
ააარა!.. ქვეყანა უნდა გაჩერდეს, თავი დაგიხაროს და შენ ხოში გაისწორო, რომ მერე ახალი დაფინანსება მიიღო დასავლეთიდან!
არ იქნება ეგრე, რამდენი კისინგერები და კატი პირებიც არ უნდა გამოგესარჩლონ!
ამიტომ, ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი. თუ დასავლეთის გეშინიათ (და, ცხადია, რომ გეშინიათ!), არსებობს მარტივი გამოსავალი: გნებავთ რეფერენდუმი, გნებავთ პლებისციტი! - უმრავლესობამ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა. მერე ხომ ვეღარ მოგთხოვთ დასავლეთი - დაიკიდეთ ხალხის უმრავლესობის აზრი და მაინც ჩაატარებინეთ ეს "პრაიდებიო"?!
აღარ იქნება მერე ყოველ წელს ეგ ცემა-ტყეპა, ჯოხებითა და ტაბურეტკებით სირბილი, სასწრაფო დახმარებები და პოლიცის კორდონები!
არ გინდათ?