საქართველოში ყოველთვის არსებობდა ლგბტ თემის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. აქციები და კონტრაქციები არც ევროპას უკვირს. მიმდინარეობს აგრესიის პროვოცირება, რომელიც მიგვიყვანს ისეთ დასკვნამდე, რომლებზეც თვითონ საუბრობენ, მაგრამ არავითარი საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ზოგის მოქმედებაში იკითხება კონსპირაცია, ზოგის მოქმედებაში - არა, მაგრამ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ერთ სურათს ვხედავთ: დასავლეთს საკმაოდ მტკიცე პოზიცია ჰქონდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე, დესტრუქციულ საქმიანობაზე, მკაცრი შეფასებები იყო რუსეთის ინტერესების გატარებაზე და ჩვენი ოპონენტების დიდ ნაწილს, მათ მმართველ რგოლს, აქვს ამოცანა, როგორმე სიტუაცია შეატრიალოს. „პრაიდის“ გამოყენება ამისთვის ყველაზე მოსახერხებელი იყო. ვიცოდით, რომ ზუსტად ამ მიმართულებით წავა ეკლესია და მუშტი-კრივით ეს ადამიანები ეკლესიას კი არ იცავენ, არამედ უფრო დიდ განსაცდელში აგდებენ. გარდა ამისა, საქართველოში ყოველთვის არსებობდა ლგბტ თემის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. აქციები და კონტრაქციები არც ევროპას უკვირს. მიმდინარეობს აგრესიის პროვოცირება, რომელიც მიგვიყვანს ისეთ დასკვნამდე, რომლებზეც თვითონ საუბრობენ, მაგრამ არავითარი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.