მდუმარე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია მშვიდობიანად გამართულიყო.
„ეს ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისად, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გადიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას, რის შემდეგაც მეორე აქციაც დასრულდება“, - განაცხადა სირაძემ.